ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა
• რუსეთის პოლიტიკოსთა და მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს კულტურულ, დემოგრაფიულ, გენეტიკურ და სხვა სექტორებს; ეკონომიკურ საფრთხედ აღიქმება ისეთი მოვლენები, როგორიცაა „უცხოელთა მიერ შიდა ბაზრის დაპყრობა“, „ზნეობის დაკარგვა“, უსაფრთხოების ობიექტი ხდება „სოციალური და ინდივიდუალური ქცევის მყარი ფორმები, ფასეულობათა სისტემა“, რომელთა „დანგრევა თვითმყოფადობის დანგრევას მოიტანს“.
Source: დარჩიაშვილი დავით პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი : საქ. ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხ.-სამოქ. ურთიერთობ. ანალიზი / [რედ.: კ. კაციტაძე, გ. ნოდია] - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000,
• სემუელ ჰანტინგტონი თავის კლასიკურ მონოგრაფიაში „ჯარისკაცი და სახელმწიფო“ აღნიშნავს, რომ იგი ორ დონეზე ხორციელდება. უსაფრთხოების პოლიტიკის ოპერატიული დონე გულისხმობს მატერიალური საშუალებების მომზადებასა და მათ გამოყენებას საფრთხეთა წინააღმდეგ. ინსტიტუციონალური დონე კი – წესს, რითაც ოპერატიული პოლიტიკა ფორმულირდება და ხორციელდება.ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა სასიცოცხლო ინტერესების დაცვისა და გადარჩენისაკენაა მოწოდებული, იგი პოლიტიკური თამაშის ჩვეულებრივ წესებზე უარის თქმას, საგანგებო მოქმედებებს გულისხმობს; ამიტომ ბუნებრივია, რომ სამხედრო პოტენციალს მასში საკვანძო ადგილი უკავია. როგორც წესი, შეიარაღებული ძალები ფლობენ ისეთ ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მატერიალურ ძლიერებას, რაც მათ შეუცვლელს ხდის ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის დროს.
Source: სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები : თეორიული საკითხები და საქართველოს მაგალითი / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი ; [შემდგ.: გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი ; რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 2000

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Смотреть что такое "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა" в других словарях:

  • უსაფრთხოების პოლიტიკა — • ევროპის უსაფრთხოებისათვის რისკ ფაქტორებად და, ამდენად, უსაფრთხოების პოლიტიკის უშუალო სფეროდ ითვლება ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვები, ბირთვული კონტრაბანდა, პოლიტიკური უწესრიგობის მოწყობა და აჯანყებები, ტერორიზმი,… …   Georgian encyclopedia

  • ცივილიზაცია — • ცნობიერების, მენტალიტეტის, რელიგიის, კულტურის, ცხოვრებისა და აზროვნების წესის ერთობლიობა, რომელიც ერის, სოციუმის, სახელმწიფოსა და სახელმწიფოთა კავშირების ჩამოყალიბების პროცესს განსაზღვრავს. Source: დურმიშიძე ნ, ტორონჯაძე ი, მსოფლიო პოლიტიკის… …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»